თსუ ფაკულტეტები 2020 წლის 23 მარტიდან ელექტრონული სწავლების ელემენტებზე (სინქრონული და ასინქრონული) გადავა:
აღნიშნული სიახლე, საშუალებას მოგვცემს სასწავლო პროცესი არ გაცდეს დღეს არსებულ აკადემიურ კალენდარს, რომლის თანახმადაც აკადემიური პროგრამებისთვის სააუდიტორიო მეცადინეობები 27 ივნისს სრულდება.
გიზიარებთ დამატებით ინფორმაციას:
• სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემების (LMS, Moodle და სხვა) დეტალური გზამკვლევები, რომელთა დახმარებითაც სტუდენტები შეძლებენ გაიარონ რეგისტრაცია. იხილეთ ლინკი
• ონლაინ სემინარების/ლექციების ჩატარებისთვის არის რეკომენდაცია გამოვიყენოთ zoom.us, რომლის დახმარებითაც შეძლებთ პედაგოგებთან კომუნიკაციას;
• კონკრეტულ პედაგოგთან საკომუნიკაციო საშუალებების შესახებ ინფორმაციას (სალექციო მასალები, აუდიო ჩანაწერები და სხვა) მიიღებთ LMS ბაზაში შეტყობინენებიდან;
• ფაკულტეტის ვებ გვერდზე გახსნილია ფანჯარა „ელექტრონული სწავლება“, სადაც განთავსებულია სწავლების სამივე საფეხურისთვის კათედრებისა და სასწავლო კურსის შესაბამისად ელექტრონული სასწავლო მასალები;
• სასწავლო კურსებში პედაგოგთან ურთიერთობისთვის შესაძლებელია გამოიყენოთ კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება, რათა ერთად შევძლოთ ახალი გამოწვევის დაძლევა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ფაკულტეტების ადმინისტრაციას:
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
(+995 32) 2 250484 შიდა ნომრები: 97 33; 97 66; 97 20; 97 23